უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქება ვერ შეაჩერებს უკრაინის კონტრშეტევას
რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ვერ შეაჩერებს უკრაინის კონტრშეტევას, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალებში განაცხადეს, რომ რუსების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არ შეუშლის ხელს თავდაცვის ძალებს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაში.
„უკრაინას მიეწოდება ყველა საჭირო რესურსი წყლის ბარიერების გასაძლიერებლად. მტრის მზაკვრული ქმედებები, რომლებიც ქმნის სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს, ვერ შეაჩერებს თავდაცვის ძალებს,რომლებიც მზად არიან, გაათავისუფლონ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები“, – წერენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ტელეგრამარხზე.