უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს რაკეტები გადაჰქონდა
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავით რაკეტები გადაჰქონდათ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მედიასაშუალებას განუცხადეს, რომ თვითმფრინავით „ეს-300“-ის ტიპის რაკეტების ტრანსპორტირება ხდებოდა.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „ილ-76“-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით, გაცვლის მიზნით, უკრაინელი სამხედრო ტყვეები გადაჰყავდათ.