უკრაინის შეიარაღებულ ძალები - სარაკეტო თავდასხმის სამიზნე ხმელნიცკის რეგიონში მდებარე სტაროკონსტანტინოვის აეროდრომი იყო
სარაკეტო თავდასხმის სამიზნე უკრაინაში, ხმელნიცკის რეგიონში მდებარე სტაროკონსტანტინოვის აეროდრომი იყო, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ.
„რუსული სარაკეტო თავდასხმის სამიზნე იყო სტაროკონსტანტინოვის სამხედრო აეროდრომი, რომელიც ქალაქ ხმელნიცკიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს“, – განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა.
იგნატის თქმით, რუსული რაკეტები ჯერ დნეპრისკენ დაიძრნენ, მაგრამ შემდეგ მიმართულება შეიცვალეს და კროპივნიცკის რეგიონიდან ოდესის, ნიკოლაევისა და ლვოვის ოლქისკენ გადაინაცვლეს.
„ლვოვის ოლქში ისინი 180 გრადუსით შეტრიალდნენ და საბოლოოდ მათი სამიზნე სტაროკონსტანტინოვის ოლქი აღმოჩნდა“, – განაცხადა იგნატმა.
შეგახსენებთ, უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში საჰაერო განგაშია.