უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ „სუ-34“-ის ტიპის სამი რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს
უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში სამი რუსული ბომბდამშენის, „სუ-34“-ის ჩამოგდების შესახებ განაცხადეს.
როგორც კიევში აცხადებენ, სამხედროებმა თვითმფრინავები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ჩამოაგდეს.
პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ რუსული ბომბდამშენები ხერსონის ოლქში გაანადგურეს. მან მადლობა გადაუხადა სამხედროებს.
მოსკოვში „სუ-34“-ების ჩამოგდების შესახებ უკრაინელი სამხედროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც „ბიბისი“ წერს, სავარაუდოდ თვითმფრინავები სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტით“ ჩამოაგდეს.