„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ
„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ

უკრაინის საკითხზე დღეს „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. მოლაპარაკებები ონლაინკონფერენციის ფორმატში გაიმართება.

ამის შესახებ იაპონიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„17 მარტს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ონლაინ გაიმართება. ამ მოლაპარაკების დროს მინისტრები ისაბრებენ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და არსებული გამოწვევებზე საპასუხო ქმედებების შესახებ იმსჯელებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.