უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური - უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება გართულებული, მაგრამ კონტროლირებადია
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური - უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება გართულებული, მაგრამ კონტროლირებადია

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება გართულებული, მაგრამ კონტროლირებადია, – ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

„თავდაცვის ძალები აგრძელებენ ამოცანების შესრულებას აღმოსავლეთის მიმართულებით. ვითარება რთული, მაგრამ კონტროლირებადია. მტერს ბახმუტის მიმართულებით რეზერვები გადააქვს და ჩვენი წინსვლის შეჩერებას ცდილობს“, – წერს სირსკი საკუთარ „ტელეგრამზე“.

სირსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ძირითადი ძალები კონცენტრირებული არიან კუპიანსკის მიმართულებით, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები აკავებენ ხაზს.

„ვაგრძელებთ ბრძოლას, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.