უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური - უკრაინელმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით ეფექტიანი კონტრშეტევა შეძლეს, ოკუპანტებმა გარკვეულ მონაკვეთებზე ორი კილომეტრით უკან დაიხიეს
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური - უკრაინელმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით ეფექტიანი კონტრშეტევა შეძლეს, ოკუპანტებმა გარკვეულ მონაკვეთებზე ორი კილომეტრით უკან დაიხიეს

უკრაინელმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით ეფექტიანი კონტრშეტევების ჩატარება შეძლეს, რის შედეგადაც, ოკუპანტებმა გარკვეულ მონაკვეთებზე ორი კილომეტრით დაიხიეს უკან, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრ სირსკი ავრცელებს.

„ბახმუტის მიმართულებით მოფიქრებული თავდაცვის წყალობით, ჩვენ ვიღებთ ჩვენი ქვედანაყოფების ეფექტიანი მოქმედებების შედეგებს. მათ შორის, ვატარებთ ეფექტიან კონტრშეტევებს. ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე მტერმა ვერ გაუძლო უკრაინელი დამცველების შეტევას და ორ კილომეტრამდე დისტანციაზე უკან დაიხია“, – წერს სირსკი ტელეგრამში.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის თქმით, უკრაინის სწორმა თავდაცვითმა ოპერაციებმა გამოფიტა „ვაგნერის“ ძალები და ზოგიერთ მიმართულებებზე ისინი იძულებული გახდნენ, პოზიციები გადაეცათ რუსეთის რეგულარული ჯარის ნაკლებად მომზადებული დანაყოფებისთვის, რომლებმაც მარცხი განიცადეს და უკან დაიხიეს.

„ჩვენს თავდაცვის ძალებს საიმედოდ უკავიათ ფრონტი და არ აძლევენ მტერს წინსვლის საშუალებას. ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება“, – აღნიშნა სირსკიმ.