უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა იმაზე ნელი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ამას ისურვებდნენ
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა იმაზე ნელი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ამას ისურვებდნენ.
„ჩვენი სურვილია უფრო სწრაფი შედეგების მიღწევა, მაგრამ, რეალურად, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია“, – განაცხადა სირსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ტერიტორია დანაღმულია და დამონტაჟებულია არაერთი დამცავი ნაგებობა, ზღუდე. „ამიტომ ჩვენი გადაადგილება არც ისე სწრაფად ხდება, როგორც ვისურვებდით“, – განაცხადა სირსკიმ.
ამასთან, გენერალი აცხადებს, რომ, მიუხედავად ამისა, უკრაინის არმიას ერთი მთავარი უპირატესობა აქვს.
„ჩვენი სამხედრო ხელმძღვანელობის ერთიანობა და ჯარისკაცების ნდობა ერთმანეთისადმი ჩვენი არმიის ძლიერი მხარეა“, – განაცხადა უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა.