უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური - რუსულმა სამხედრო ტექნიკამ, მათ შორის ჯავშანტექნიკამ დაარღვია უკრაინის საზღვარი ჩერნიგოვის, სუმის, ლუგანსკისა და ხარკოვის რეგიონებში
რუსულმა სამხედრო ტექნიკამ, მათ შორის ჯავშანტექნიკამ დაარღვია უკრაინის საზღვარი ჩერნიგოვის, სუმის, ლუგანსკისა და ხარკოვის რეგიონებში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის და ჟიტომმირის რეგიონების სასაზღვრო ქვედანაყოფებს საოკუპაციო ძლებმა ცეცხლი გაუხსნეს.
უკრაინის სასაზღვრო სამსახური რამდენიმე ჯარისკაცის დაჭრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული ყირიმიდან სარაკეტო იერიში განხორციელდა ხერსონის რეგიონის პრეობრაჟენსკას დასახლების წინააღდეგ, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევის რეგიონში უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ერთ-ერთი ობიექტი სარაკეტო სისტემებით დაიბომბა.