უკრაინის სასაზღვრო სამსახური - მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში კანონიერად ჩასვლის საფუძველი არ არსებობს
უკრაინის სასაზღვრო სამსახური - მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში კანონიერად ჩასვლის საფუძველი არ არსებობს

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში კანონიერად ჩასვლის საფუძველი არ არსებობს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2017 წელს უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი პოლონეთიდან.

სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ჩადენილი სამართალდარღვევის გამო აღნიშნულ პირს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აკრძალული აქვს. უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური მოქმედებს მხოლოდ უკრაინის კანონმდებლობის ფარგლებში.