უკრაინის სახალხო დამცველი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს კვირებში რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლა კიდევ ერთხელ მოხდეს
უკრაინის სახალხო დამცველი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს კვირებში რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლა კიდევ ერთხელ მოხდეს. როგორც დმიტრო ლუბინეცი აცხადებს, უკანასკნელ პერიოდში ამ საკითხზე მოსკოვთან მოლაპარაკებებში გარკვეული წინსვლა შეინიშნება, თუმცა პროცესი შეიძლება, ნებისმიერ დროს შეფერხდეს.
ლუბინეცმა ასევე ისაუბრა გუშინ უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის დროს გათავისუფლებულ პირებზე და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა მათგანმა რუსეთის ტყვეობაში წელიწად-ნახევარიც კი გაატარა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ და რუსეთმა 200-ზე მეტი სამხედრო ტყვე გაცვალეს. როგორც კიევში განაცხადეს, უკრაინაში დაბრუნებულ ტყვეებს შორის 130 ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, 55 – ეროვნულ გვარდიაში, 38 – სასაზღვრო სამსახურში და ერთი პოლიციელია. გათავისუფლებულია ასევე ექვსი სამოქალაქო პირი. სანაცვლოდ კიევმა რუსეთს 248 ტყვე გადასცა.