უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაზე იერიში დრონებით მიიტანეს, მათგან სამმა რუმინეთის საზღვარი გადაკვეთა
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაზე იერიში დრონებით მიიტანეს, მათგან სამმა რუმინეთის საზღვარი გადაკვეთა

რუსი სამხედროები ღამით უკრაინას 38 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 25-ის ჩამოგდება შეძლეს, სამმა „შაჰედმა“ კი რუმინეთის საზღვარი გადაკვეთა.

რუსეთმა იერიში მიიტანა ოდესის რეგიონის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის დროს უკრაინის საჰაერო სივრცე სამმა რუსულმა დრონმა დატოვა, რომელთა კვალი რუმინეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ იკარგება.

ამასთან, რუმინულ მედიაში ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების აფეთქებების ან მათი ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.