უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში გაშვებული 14 რაკეტიდან და 17 „კამიკაძე“ დრონიდან, შვიდი რაკეტა და 17-ვე დრონი გაანადგურეს
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში გაშვებული 14 რაკეტიდან და 17 „კამიკაძე“ დრონიდან, შვიდი რაკეტა და 17-ვე დრონი გაანადგურეს

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთი უკრაინას 14 რაკეტითა და 17 „კამიკაძე“ დრონით დაესხა თავს. უკრაინელმა სამხედროებმა შვიდი რაკეტა და 17 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

ამასთან, რუსი სამხედროების მიერ ხარკოვის ოლქზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად გაჩნდა ხანძარი, დაიწვა საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები, თუმცა არავინ დაშავებულა.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მათ ტერიტორიაზე აღმოჩენილი 87 უკრაინული საფრენი აპარატი.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონები როსტოვის ოლქის, კურსკის, ბელგოროდისა და ყირიმის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. როსტოვის ოლქის გუბერნატორის ცნობით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.