უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი - სრულიად მიუღებელია საუბარი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე ქვეყნის ზოგიერთ ტერიტორიაზე უარის სანაცვლოდ
უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი - სრულიად მიუღებელია საუბარი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე ქვეყნის ზოგიერთ ტერიტორიაზე უარის სანაცვლოდ

სრულიად მიუღებელია საუბარი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკრაინის ზოგიერთ ტერიტორიაზე უარის სანაცვლოდ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

მისი თქმით, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, ნატო-ს ოფიციალური პირების ჩართვა ნარატივის ფორმირებაში, რაც უკრაინის მიერ თავის ტერიტორიებზე უარის თქმას გულისხმობს, მხოლოდ რუსეთისთვის არის სასარგებლო.

„ყოველთვის ვარაუდობდნენ, რომ ალიანსი, ისევე როგორც უკრაინა, არ ვაჭრობს ტერიტორიებით. შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, ნატო-ს ოფიციალური პირების ჩართვა ნარატივის ფორმირებაში, რაც უკრაინის მიერ თავის ტერიტორიებზე უარის თქმას გულისხმობს, მხოლოდ რუსეთისთვის არის სასარგებლო. სამაგიეროდ, ევროატლანტიკური უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, განვიხილეთ უკრაინის გამარჯვების დაჩქარებისა და ნატო-ში სრული წევრობის მოპოვების გზები.
ამ მიზნების მისაღწევად ნატო-ს მდივანთან შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობა იგეგმება”, – წერს ნიკოლენკო სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მანამდე ნატო-ს გენერალური ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი რუსეთისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში.