უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ელჩთან შეხვედრა გაიმართა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი უკრაინაში საქართველოს ელჩს გიორგი ზაქარეიშვილს შეხვდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ელჩთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ვითარებაზე.
„საქართველოს ელჩმა მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სააკაშვილის გლდანის პენიტენციალურ დაწესებულებაში გადაყვანის გარემოებებზე.
ბატონმა ტოჩიცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ უკრაინის მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა უკრაინის სახელმწიფოს პრიორიტეტია.
მინისტრის მოადგილემ ელჩს შეახსენა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა, რომლითაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინ მიმართა და ქართულ მხარეს მისი დადებითად განხილვა სთხოვა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობითვე, მხარეებმა სხვადასხვა სფეროებში ორმხრივ ურთიერერთობებზეც ისაუბრეს.