უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას რუსული უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა
უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას რუსული უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ მდინარე დუნაიზე მდებარე უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის დროს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ამის შესახებ ოლეგ ნიკოლენკო სოციალურ ქსელში წერს.

„უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, წუხელ ღამით, იზმაილის პორტის ტერიტორიაზე რუსეთის მასობრივი თავდასხმის დროს, რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული „შაჰედი“ ჩამოვარდა. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ რუსული სარაკეტო ტერორი დიდ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებას, არამედ მეზობელი ქვეყნების, მათ შორის ნატო-ს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებას“, – წერს ნიკოლენკო.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, რომ დააჩქარონ საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის მიწოდება.

„მოვუწოდებთ პარტნიორებს, დააჩქარონ უკრაინის დამატებითი თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით, ასევე საბრძოლო ავიაციით უზრუნველყოფა, რაც გააძლიერებს უკრაინის ინფრასტრუქტურისა და მეზობელი ქვეყნების დაცვას“, – აღნიშნავს ნიკოლენკო.