უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებისთვის მზაობასთან დაკავშირებით რუსეთის განცხადება დროის მოგების მორიგი მცდელობაა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებასთან დაკავშირებით მოსკოვის მხრიდან გამოთქმულ მზაობას დროის მოსაგებად რუსეთის მორიგ მცდელობად აფასებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მოსკოვში ყოველთვის მაშინ იწყებენ მოლაპარაკებებზე საუბარს, როდესაც რუსეთი ბრძოლის ველზე წარუმატებლობას განიცდის.
მათივე განმარტებით, რუსეთის განცხადებებში საუბარი არ არის უკრაინის ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანაზე და მხოლოდ ზოგადი ფრაზებია იმის თაობაზე, რომ „მოსკოვი მოლაპარაკებებისთვის ღიაა“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის.