უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინა გაკვირვებულია საქართველოს ქმედებებით, მიუხედავად საკუთარი ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომისა
უკრაინა გაკვირვებულია საქართველოს ქმედებებით, რომელიც დათანხმდა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, მიუხედავად საკუთარი ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომისა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ საქართველომ ეს ნაბიჯი მაშინ გადადგა, როდესაც მსოფლიო ცდილობს რუსეთის მაქსიმალურად იზოლირებას, რათა აიძულოს მოსკოვი შეაჩეროს ომი.
„ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დაუსჯელად აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. კრემლი აშკარად აღფრთოვანებული იქნება ასეთი შედეგით“, – აღნიშნა ოლეგ ნიკოლენკომ.