უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საკონსულოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოდესაში მდებარე რუსეთის საკონსულოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
დიპლომატმა ქვეყანა 30 აპრილის დღის ბოლომდე უნდა დატოვოს.
ერთი დღით ადრე, ანალოგიური ზომა მიიღო რუსეთმა და უკრაინის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა.