უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩვენების ჩატარებას არალეგიტიმურად ცნობს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნების ჩატარებას არალეგიტიმურად ცნობს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. არჩევნების შედეგებს იურიდიული ძალა არ ექნება.
„რუსეთის ფედერაციის აღნიშნული ქმედებები უხეშად არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალს, კერძოდ, გაერო-ს წესდებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, დაგმონ და ბათილად ცნონ რუსეთის მიერ თვითნებური ქმედებები.
რუსეთი 8-10 სექტემბერს რეგიონულ არჩევნებს ატარებს, მათ შორის უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერხონის ოკუპირებულ ოლქებში.