უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ვიზიარებ მათ ტკივილს, ვინც თბილისში საცხოვრებელ შენობაში გაზის აფეთქების შედეგად ნათესავი დაკარგა. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაშავებულს. უკრაინა მტკიცედ დგას მეგობარ ქართველ ხალხთან“, – წერს პავლო კლიმკინი „ტვიტერში“.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.