უკრაინის საერთაშორისო ლეგიონი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი, რაიან უესლ რუთი მებრძოლების რეკრუტირებაში მოხალისედ იყო ჩართული
უკრაინის საერთაშორისო ლეგიონი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი, რაიან უესლ რუთი მებრძოლების რეკრუტირებაში მოხალისედ იყო ჩართული

უკრაინის საერთაშორისო ლეგიონი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი რაიან უესლი რუთი მებრძოლების რეკრუტირებაში მოხალისედ იყო ჩართული.

უკრაინის თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონის პრესსპიკერი აცხადებს, რომ რაიან უესლი როთს არანაირი კავშირი არ ჰქონია დანაყოფთან.

„გვინდა, განვმარტოთ, რომ რაიან უესლი რუთი არასოდეს ყოფილა საერთაშორისო ლეგიონის წევრი, ასოცირებული ან დაკავშირებული რაიმე წოდებით. ნებისმიერი პრეტენზია ან წინადადება, რომელიც სხვა ინფორმაციაზე მიუთითებს, სრულიად არაზუსტია“, – აცხადებენ ლეგიონში.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ. გოლფკლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, ის 58 წლის რაიან უესლი რუთია.