„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ თბილისის მიმართულების ჩათვლით, ყველა საერთაშორისო რეისს წყვეტს
ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ყველა საერთაშორისო ავიარეისს წყვეტს, მათ შორის საქართველოში, თბილისში.
ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრენები 17 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით გაუქმდება.
ამასთან, მგზავრებმა, რომელთაც ფრენა პირველ აპრილიდან ჰქონდათ, თვალი უნდა ადევნონ ავიაკომპანიის სიახლეებს და მოსალოდნელ ცვლილებებს.
ამ ეტაპზე, ავიარეისები წყდება თბილისის, დუბაის, კაიროს, თელავივის, ერევნის, სტამბოლის, ბაქოს, ტორონტოს, ნიუ იორკის, კიშინიოვის, ბანგკოკის მიმართულებებით.