უკრაინის რადამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას მხარი არ დაუჭირა
უკრაინის საკანონმდბელო ორგანოში კიევსა და მოსკოვს შორის ურთიერთბების გაწყვეტას მხარი არ დაუჭირეს. შესაბამის ინიციატივას ხმა საჭირო 226 დეპუტატის ნაცვლად მხოლოდ 72-მა მისცა.
როგორც ცნობილია, რუსეთთან დიპლომატიური ურთერთობების გაწყვეტის შესახებ ჩანაწერის გაკეთება „დონბასის რეინტეგრაციის შესახებ“ კანონში იგეგმებოდა, თუმცა ამისთვის საჭირო რაოდენოების ხმები ვერ შეგროვდა.
როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება ეს შესწორება რადას პროფილურმა კომიტეტმა მიიღო.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ შევიტანოთ კანონში ისეთი ჩანაწერები, რომელთაც გრძელვადიანი ეფექტი აქვთ. სწორედ ამიტომ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ შესწორება დავბლოკეთ“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტის მდივანმა ივან ვინიკმა.
უკრაინის პარლამენტი დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონის განხილვას 18 იანვარს გააგრძლებეს.