უკრაინის ქალაქებში სამხედროების დემობილიზაციის მხარდამჭერი აქციები გაიმართა
უკრაინის ქალაქებში სამხედროების დემობილიზაციის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.
ამ მოთხოვნით აქცია გაიმართა კიევში, ოდესაში, ვინიცაში, სუმში, კრივოი როგში, ტერნოპოლში, ზაპოროჟიესა და სხვა ქალაქებში.
სამხედროების ოჯახის წევრები უკრაინის მთავრობას მობილიზაციისთვის ჯარში სამსახურის კონკრეტული პირობების შემუშავებისკენ მოუწოდეს. მათ ჯარში როტაცია და 18-თვიანი სამსახურის შემდეგ დემობილიზაციის შესახებ კანონის მიღება მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სამხედროების მორალური და ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა, რადგან ბოლო 18 თვის განმავლობაში ბევრი მათგანი დასვენების გარეშე იმყოფება ფრონტზე.