უკრაინის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების გაზრდის თაობაზე პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა
უკრაინის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების გაზრდის თაობაზე პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 25 მაისს ვლადიმირ ზელინსკიმ რადაში წარადგინა ორი კანონპროექტი უკრაინის შეიარაღებული ძალების გაზრდის და ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლების შესახებ.
შეიარაღებული ძალების გაზრდის თაობაზე კანონის პროექტი ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეების 11 ათასით გაზრდას, როგორც ტერიტორიული თავდაცვის, ისე წინააღმდეგობის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ხოლო ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლების შესახებ კანონპროექტი ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, მთელი საზოგადოების მოზიდვას და სხვა სახელმწიფოს მხრიდან აგრესიის მოგერიებას გულისხმობს.
ქვეყნის ხელმძღვანელის მიერ კანონპროექტებს „გადაუდებელის“ სტატუსი აქვს მინიჭებული.