უკრაინის პრეზიდენტმა რუსლან ხომჩაკი შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტმა რუსლან ხომჩაკი შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი რუსლან ხომჩაკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ნიკიფოროვმა აღნიშნა, ხომჩაკს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის თანამდებობაზე ვალერი ზალუჟნი შეცვლის, რომელიც ბატალიონ „სევერს“ მეთაურობდა.

„თანამდებობიდან მიდის უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი რუსლან ხომჩაკი, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა. ვლადიმირ ზელენსკის ეჭვი არ ეპარება ხომჩაკის პატრიოტიზმში, ერთგულებაში, ფიცსა და პროფესიონალიზმში, თუმცა პრეზიდენტს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებს შორის სინერგიის ხილვა სურს. სამწუხაროდ, სინერგიას ვერ ვხედავთ; პირიქით, ვხედავთ კონფლიქტებს“, – განაცხადა ნიკიფოროვმა ბრიფინგზე.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რუსლან ხომჩაკი დაიკავებს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის პოსტს.