უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიას ურჩია, ყირიმთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე ორიენტირებული იყვნენ მხოლოდ ზელენსკისა და უმაღლესი მთავარსარდლის განცხადებებზე
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიას ურჩია, ყირიმთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე ორიენტირებული იყვნენ მხოლოდ ზელენსკისა და უმაღლესი მთავარსარდლის განცხადებებზე

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სერგეი ნიკიფოროვმა მედიას ურჩია, ყირიმთან დაკავშირებით მოლაპარაკებების საკითხზე ორიენტირებულები იყვნენ მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლის განცხადებებზე.

აღნიშნული განცხადება ნიკიფოროვმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრიტანულმა გამოცემა „ფაინენშალ თაიმსმა“ გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის, ანდრეი სიბიგას ინტერვიუ, რომელშიც მან განაცხადა, რომ ყირიმის საკითხზე მოსკოვთან მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება, როდესაც უკრაინის არმია ნახევარკუნძულის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მივა.

სიბიგამ ამავე ინტერვიუში თქვა, რომ არ გამორიცხავს ყირიმის სამხედრო გზით დაბრუნებასაც.