უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთა პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები ბორის ჯონსონის უკრაინის პრემიერად დანიშვნას ითხოვენ
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთა პეტიცია, რომლის მიხედვით, მოქალაქეები ბორის ჯონსონის უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ითხოვენ.
„გთხოვთ, განიხილოთ ბორის ჯონსონისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობა და წარადგინოთ მისი კანდიდატურა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. გადაწყვეტილების დადებითი ასპექტები: ბორის ჯონსონის მსოფლიო მხარდაჭერა; მკაფიო პოზიცია უკრაინაში სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ; განათლება პოლიტიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ სფეროებში“, – აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.
პეტიციას ამ დროისთვის 500-ზე მეტი ხმა აქვს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეტიცია რომ განიხილოს, ინიციატივამ სულ მცირე 25 000 ხმა უნდა მოაგროვოს.