უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ უკრაინა განიხილავს მოსკოვის წინადადებას მოლაპარაკების მინსკში გამართვასთან დაკავშირებით
უკრაინა განიხილავს მოსკოვის წინადადებას მოლაპარაკების მინსკში გამართვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „სიენენს“ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განუცხადა.
მინსკში მოლაპარაკების გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მზაობა გამოთქვა შეხვედრაზე.
უკრაინის პრეზიდენტის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ კრემლი მზად არის, მოლაპარაკების გასამართად მინსკში თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის დონეზე დელეგაცია გაგზავნოს.