დიმიტრი პესკოვი - კრემლი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების გასამართად მზად არის, მინსკში დელეგაცია გაგზავნოს
დიმიტრი პესკოვი - კრემლი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების გასამართად მზად არის, მინსკში დელეგაცია გაგზავნოს

კრემლი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების გასამართად მზად არის, მინსკში დელეგაცია გაგზავნოს, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ზელენსკის წინადადებაზე საპასუხოდ, ვლადიმერ პუტინი მზად არის, გაგზავნოს მინსკში რუსეთის დელეგაცია თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების დონეზე, უკრაინულ დელეგაციასთან მოლაპარაკებისთვის“, – აცხადებს პესკოვი.

მისი თქმით, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღეს გამოთქვა მზაობა განიხილოს უკრაინის ნეიტრალიტეტის სტატუსი.

„თავდაპირველად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ ოპერაციის მიზანი ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დახმარებაა, მათ შორის უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის გზით. ეს კი, საკუთრივ, ნეიტრალური სტატუსის განუყოფელი კომპონენტია“, – განაცხადა პესკოვმა.

როგორც პრესსპიკერი აღნიშნავს, ბელარუსის პრეზიდენტმა დაარწმუნა ვლადიმერ პუტინი, რომ შექმნის ყველა პირობას მოლაპარაკების გასამართად.