უკრაინის პრემიერმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა.
ალექსეი გონჩარუკმა შესაბამისი დოკუმენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
მოგვიანებით, ალექსეი გონჩარუკის გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე დეპუტატმაც დაადასტურა.
როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება პარლამენტს უკვე გადასცა.
თუმცა უმაღლესი რადას ოფიციალურ ვებგვერდზე პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ განთავსებულა.
აღნიშნულ საკითხს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს განიხილავენ.
ალექსეი გონჩარუკი უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია.
35 წლის პოლიტიკოსი თანამდებობას გასული წლის აგვისტოს შემდეგ იკავებს.
ალექსეი გონჩარუკმა თანამდებობის დატოვების შესახებ პირველად რამდენიმე თვის წინ განაცხადა, თუმცა მაშინ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.