უკრაინის პოლტავის ოლქში დაუდგენელი პირები უკრაინის ფოსტის მანქანას თავს დაესხნენ და 2,5 მილიონ გრივნაზე მეტი (81 ათას დოლარი) წაიღეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ პოლტავის ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელემა უკრაინის ფოსტის მანქანა ააფეთქეს, თანხასთან ერთად მათ თან წაიღეს მცველის ცეცხლსასროლი იარაღი.
თავდასხმის შედეგად ავტომობილში მყოფმა ორმა ადამიანმა სხეულის დაზიანებები მიიღო.
ამჟამად პოლიცია თავდამსხმელებს ეძებს. მათ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.