უკრაინის პატრიარქი - სხვა ეკლესიები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას მოსკოვის გამო არ აღიარებენ
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ფილარეტის განცხადებით, სხვა ეკლესიები უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მოსკოვის წინააღმდეგობის გამო არ აღიარებენ. ეს განცხადება ფილარეტმა „რადიო თავისუფლების“ უკრაინულ ბიუროსთან ინტერვიუში გააკეთა.
„რუსეთის სახელმწიფო ერევა საეკლესიო საქმეებში. თავისი როლი შეასრულა ფულმა. ასევე რუსეთის საპატრიარქოს ხელმძღვანელები სხვადასხვა ეკლესიაში ჩავიდნენ და აგიტაციას ატარებდნენ, რომ ამ ეკლესიებმა მსოფლიო საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება არ აღიარონ“, – განაცხადა ფილარეტმა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის რუსეთიც აღიარებს.