უკრაინის მთავრობამ საქართველოსთან ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტს მხარი დაუჭირა
საქართველოსთან ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტს უკრაინის მთავრობამ მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
შეთანხმების მიხედვით, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები შიდა ბიომეტრიული პასპორტებით – ID ბარათებით შეძლებენ მიმოსვლას.
როგორც მანამდე საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა განაცხადა, შესაბამისი შეთანხმების გაფორმებას მხარეები ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე ორი ქვეყნის დელეგაციების ვიზიტისას აპირებენ.
ამჟამად უკრაინასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ 1999 წლის შეთანხმება მოქმედებს.