უხამსი ჟესტი უკრაინის ნაკრების ლატვიელი მწვრთნელისგან - აინარს ბაგაცკისის მოქმედებამ მატჩის შემდეგ ქართველი კალათბურთელების აღშფოთება გამოიწვია [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინას ლატვიაში დაუპირისპირდა. მატჩი უკრაინელების გამარჯვებით, 79:66 დასრულდა.

საფინალო სირენის შემდეგ ინციდენტი მოხდა – მეტოქის ლატვიელი მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი საქართველოს სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა, თუმცა მოულოდნელად შეტრიალდა და ჩვენი გუნდის მისამართით უხამსი ჟესტით ქართველი კალათბურთელების გაღიზიანება გამოიწვია.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მწვრთნელებმა ამ ინციდენტზე არ ისაუბრეს.