უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სამხარეო ადმინისტრაციების ხუთი ხელმძღვანელი და რამდენიმე მინისტრის მოადგილე
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სამხარეო ადმინისტრაციების ხუთი ხელმძღვანელი და რამდენიმე მინისტრის მოადგილე.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თანამდებობები დატოვეს დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ, ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტარუხამ, კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსეი კულებამ, სუმის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრი ჟივიცკიმ და ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იაროსლავ იანუშევიჩმა.
მინისტრის მოადგილეების თანამდებობიდან გაათავისუფლეს შემდეგი პირები: ვიაჩესლავ შაპოვალოვი – თავდაცვის მინისტრის მოადგილე; ივან ლუკერა – თემისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის მოადგილე; ვიაჩესლავ ნეგოდა – მინისტრის მოადგილე თემებისა და ტერიტორიების განვითარების საკითხებში; ვიტალი მუზიჩენკო – სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე. პარალელურად, ალექსეი სობოლევი დაინიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ.