უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დმიტრო კულებას პირველი მოადგილე ემინე ჯაპაროვა თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დმიტრო კულებას პირველი მოადგილე ემინე ჯაპაროვა თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ემინე ჯაპაროვა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ემინე ჯაპაროვა პოსტზე 2020 წლის ივნისში დაინიშნა და ანექსირებული ყირიმისა და სახალხო დიპლომატიის საკითხებს განაგებდა.

საკადრო ცვლილებები პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განახორციელა. გასულ პარასკევს მან მოლდოვაში უკრაინის ელჩი დაითხოვა. ახალი ელჩი ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მდივანი ალექსეი დანილოვი გახდება.