გამოცემა „უკრაინსკაია პრავდის“ ინფორმაციით, უკრაინის მართლმსაჯულების უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ ადგილობრივი სასამართლოების ლიკვიდაციისა და საოლქო სასამართლოების შექმნის პროცესი პოლიტიკურ საკითხებს, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის საქმეს არ უკავშირდება.
უკრაინის მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭო მიხეილ სააკაშვილს პასუხობს.
„ეს არის გეგმიური პროცედურა სასამართლო რეფორმის ფარგლებში“, – განმარტეს მართლმსაჯულების უმაღლეს საბჭოში.
როგორც საბჭოს ვებგვერდზეა აღნიშნული, ადგილობრივი სასამართლოების ლიკვიდაციისა და საოლქო სასამართლოების შექმნის საკითხი 21 დეკემბერს განიხილებოდა. უკრიანის პრეზიდენტის განკარგულებების პროექტების თანახმად, დაგეგმილია 142 ადგილობრივი სასამართლოს გაუქმება და 74 საოლქო სასამართლოს შექმნა.
შეგახსენებთ, დღეს სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკოს სურს, გააუქმოს ის სასამართლოები, სადაც მისი საქმე განიხილება.