უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს
უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს. მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, კერძოდ, 81-ე ცალკეულმა სადესანტო ბრიგადამ, უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილებთან და კულჩიცკის ბატალიონთან ერთად, გაათავისუფლეს და კონტროლის ქვეშ აიყვანეს, დონეცკის ოლქის ლიმანის დასახლება“, – წერს ტიმოშენკო.
მანამდე მედიაში გავრცელდა სურათები, რომელზეც უკრაინელი ჯარისკაცები ლიმანის შესასვლელში უკრაინის დროშას აღმართავენ. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ უკრაინელები ქალაქში შევიდნენ, თუმცა ბრძოლები ლიმანში კვლავ მიმდინარეობდა.