უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალები ბახმუტის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით შეტევას ახორციელებენ
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალები ბახმუტის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით შეტევას ახორციელებენ

რუსეთის ძალები ბახმუტის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით შეტევით მოქმედებებს ახორციელებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე ასევე ცდილობს, გაიუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა კუპიანსკის მიმართულებით. გენშტაბში ასევე აღნიშნავენ, რომ მისი ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების დაკავებაზე, თუმცა წარუმატებლად.

9 იანვარს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს თავდასხმები. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა 8 სარაკეტო და 31 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, 63-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქების – ხარკოვის, ხერსონის, კრამატორსკის, ასევე ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში.

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ გასული დღე-ღამის განმავლობაში მტრის პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის კონცენტრაციის 18 რაიონზე მიიტანა იერიში, სამი დარტყმა განახორციელა რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის ორი სადაზვერვო დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვოტროიცკის საავადმყოფოში 2023 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 120 ოკუპანტი მიიყვანეს.