უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანზე თავდასხმა განახორციელა, რასაც, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანზე თავდასხმა განახორციელა, რასაც, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ ლიმანზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ მცირე, ექვსი ადამიანი, კიდევ ხუთი კი დაიჭრა.

დონეცკის სამხედრო საოლქო ადამინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსეთის არმიამ რეაქტიული ცეცხლის ზალპური სისტემებიდან განახორციელა ლიმანზე დარტყმა. შედეგად, ასევე, დაზიანდა რამდენიმე სახლი და მაღაზია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის ოთხი ქალი და ორი მამაკაცია.