უკრაინის ხელისუფლება რუსეთთან 50-მდე ხელშეკრულების გაუქმებას გეგმავს
უკრაინის ხელისუფლება რუსეთთან 50-მდე ხელშეკრულების გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
პავლო კლიმკინის თქმით, 49 დოკუმენტის მოქმედება უკვე შეჩერებულია.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კიევს მოსკოვთან ურთიერთობებში ტოტალური რეფორმატორების კომპლექსური მიდგომა სჭირდება.
გასული წლის სექტემბერში უკრაინამ რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობის და პარტნიორობის ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. კიევის ქმედებას მოსკოვმა მაშინ დესტრუქციული და უგუნური უწოდა.