უკრაინის გენშტაბი - სახელმწიფოს თავდაცვის ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და იკავებენ, ინარჩუნებენ თავდაცვით პოზიციებს, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება
სახელმწიფოს თავდაცვის ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და იკავებენ, ინარჩუნებენ თავდაცვით პოზიციებს, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ოდესაში რუსული ჯარების მედესანტეების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„24 თებერვალს, 05:00 საათზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ჩვენი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა აღმოსავლეთში, ასევე სარაკეტო დაბომბვა ბორისპილის, ოზერნომუს, კულბაკინომუს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩორნობაივცის აეროპორტების, და ა.შ. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტების.
პარალელურად, აგრესორმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლების საარტილერიო დაბომბვა დაიწყო.
სახელმწიფოს თავდაცვის ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და იკავებენ, ინარჩუნებენ თავდაცვით პოზიციებს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ოდესაში რუსული ჯარების მედესანტეების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.