უკრაინის გენშტაბი - რუსეთის მიერ კიევის ოლქზე ღამით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა მანქანები და საცხოვრებელი კორპუსი
უკრაინის გენშტაბი - რუსეთის მიერ კიევის ოლქზე ღამით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა მანქანები და საცხოვრებელი კორპუსი

რუსეთის მიერ კიევის ოლქზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა მანქანები და საცხოვრებელი კორპუსი,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალების მიერ გაშვებული „შაჰიდის“ ტიპის 35 უპილოტო აპარატიდან უკრაინამ ყველას განადგურება შეძლო.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი პოპკოს თქმით, დედაქალაქში ნამსხვრევების ჩამოვარდნისას დაზიანდა შვიდი მანქანა და საცხოვრებელი კორპუსი. ხუთი დაშავებული ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთი, ოკუპირებული ყირიმიდან ღამით თავს დაესხა ოდესის რეგიონსაც. „X-22“ ტიპის რაკეტები მიმართული იყო ერთ-ერთ კვების კომპანიისა და ზღვის სანაპიროზე არსებული რეკრეაციული ზონისკენ. ოდესის რეგიონში ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია.