უკრაინის გენშტაბი - რუსეთის ძალებმა უკრაინის რეგიონებში სამოქალაქო ობიექტები და დასახლებული პუნქტები დაბომბეს, უკრაინის არმიის პოზიციების წინააღმდეგ კი 13 საავიაციო დარტყმა განახორციელეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რეგიონებზე სარაკეტო იერიშები განახორციელეს.
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში სამოქალაქო ობიექტები და დასახლებული პუნქტები დაბომბეს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის არმიის პოზიციების წინააღმდეგ 13 საავიაციო დარტყმა განახორციელეს.
ასევე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 10-ზე მეტი თავდასხმა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან ხერსონის, ანტონოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და უკრაინის ჯარების პოზიციებზე, კონტაქტის ხაზის გასწვრივ.
უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, რუსეთი ლიმანსკის და ბახმუტის მიმართულებებში აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაბომბეს რუსი სამხედროების საჰაერო თავდაცვის სისტემების პოზიციები, საბრძოლო მასალის საწყობები, აგრეთვე ცოცხალი ძალის, პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნები.