უკრაინის გენშტაბი - ფრონტზე ვითარება დაძაბული და რთულია, გასული დღე-ღამის განმავლობაში 94 საბრძოლო შეტაკება მოხდა
უკრაინის გენშტაბი - ფრონტზე ვითარება დაძაბული და რთულია, გასული დღე-ღამის განმავლობაში 94 საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ფრონტზე ვითარება დაძაბული და რთულია. მათი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 94 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები რამდენიმე მიმართულებით ცდილობენ იერიშს. მათ შორის, შეტაკებები მოხდა პოკროვსკის, კრასნოგოროვკის, პარასკოვევკის, კონსტანტინოვსკაიასა და კურახოვის მიმართულებებზე. ასევე, ლიმანის მიმართულებით რუსული არმია ავიაციის დახმარებით უკრაინულ პოზიციებს ბომბავს მაკეევკის, ნევის, ტორსკისა და ტერნოვის სიახლოვეს.

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რთული ვითარებაა კუპიანსკისა და ხარკოვის მხარესაც, სადაც მოწინააღმდეგე არაერთხელ შეეცადა უკრაინული თავდაცვითი პოზიციების შტურმით აღებას.