უკრაინის გენერალური პროკურატურა - ომის დაწყებიდან რუსებმა 24 000-ზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს
გენერალური პროკურატურის ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსების მიერ ჩადენილია 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული. აღნიშუნლის შესახებ გენერალური პროკურატურის პრესსამსახური წერს.
მათივე ცნობით, სულ დარეგისტრირებულია 24 208 სამხედრო დანაშაული, რომელთაგან 23 316 ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას, 73 აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას და წარმოებას, 21 ომის პროპაგანდას, 798 კი სხვადასხვა დანაშაულებს მოიცავს.
ამასთან, გენერალურ პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ სამხედრო დანაშაულებთან ერთად დაფიქსირებულია 11 ათასზე მეტი დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ.