უკრაინის ფლოტის ინფორმაციით, კუნძულ „ზმეინის“ დამცველები ცოცხლები არიან
უკრაინის ფლოტის ინფორმაციით, შავ ზღვაში მდებარე უკრაინული კუნძულის, „ზმეინის“ დამცველები ცოცხლები არიან და ისინი რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან.
„ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი ძმები ცოცხლები და კარგად არიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის ფლოტის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსული პროპაგანდა ცდილობს, ისე გამოიყვანოს, თითქოს ისინი უკრაინის ხელისუფლებას დაავიწყდა.
„თავის მხრივ, რუსებს დაავიწყდათ ეთქვათ, რომ სრულიად გაანადგურეს კუნძულის ინფრასტრუქტურა, ანძები, შუქურა და სხვა აღჭურვილობა. სამხედრო გემებისა და ავიაციის გამო საშუალება არ მოგვცეს, მათთვის დახმარება აღმოგვეჩინა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ზმეინის“ კუნძულზე მყოფი 13 უკრაინელი მესაზღვრე რუსული სამხედრო გემების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპნენ. გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც რუსი სამხედროები უკრაინელ მესაზღვრეებს ჩაბარებისკენ მოუწოდებენ, უკრაინელი მესაზღვრეები კი ამ მოთხოვნას არ დათანხმდნენ.