უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ რუსეთის ბელგოროდის ოლქში უკრაინელების დასაცავად „უსაფრთხოების ზოლი“ იქმნება
უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ რუსეთის ბელგოროდის ოლქში უკრაინელების დასაცავად „უსაფრთხოების ზოლი“ იქმნება

უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ რუსეთის ბელგოროდის ოლქში უკრაინელების დასაცავად „უსაფრთხოების ზოლი“ იქმნება. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსპიკერმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ბელგოროდის ოლქში ოპერაციას ატარებენ რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ლეგიონი „თავისუფლება რუსეთს“ და „რუსული მოხალისეთა კორპუსი“.

როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო წერს, ლეგიონი „თავისუფლება რუსეთს“ და „რუსული მოხალისეთა კორპუსი“ წარმოადგენენ სამხედრო დანაყოფებს, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან.

მანამდე ამ ფორმირებების ტელეგრამარხებზე გავრცელდა ცნობა, რომ ისინი რუსეთის საზღვარზე მდებარე ბელგოროდის ოლქში იმყოფებიან.

ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა მანამდე თქვა, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრძოლა უკრაინულ დევერსიულ-სადაზვერვო ჯგუფთან.